“მოქალაქეები” სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს 19-ვე კანდიდატურას წარუდგენს

პოლიტიკური ჯგუფი “მოქალაქეები” სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს 19-ვე კანდიდატურას წარუდგენს.

ომბუდსმენის პოსტის დასაკავებლად პარლამენტში 19 პირის განაცხადი შევიდა და “მოქალაქეები“ ყველა მსურველ კანდიდატს წარადგენენ.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილებით პროცესს ჩავარდნის საფრთხე არ ემუქრება, ყველა კანდიდატს მიეცემა პარლამენტის წინაშე წარდგომისა და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის საშუალება.

“ეს დღეები სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრება გვქონდა. ისინი ერთი თხოვნით მოდიან, რომ წარვადგინოთ და საშუალება მივცეთ საკუთარი შესაძლებლობა, მოსაზრებები პარლამენტის წინაშე გამოხატონ და მათი კანდიდატურები კენჭისყრაზე დადგეს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 19-ვე კანდიდატი წარვადგინოთ. ამის შესაძლებლობას პარლამენტის რეგლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება იძლევა.

წარვადგენთ უკლებლივ ყველა კანდიდატს, ყველას მოსმენა გაიმართება პარლამენტში და ყველას სახელი და გვარი დადგება კენჭისყრაზე. კენჭისყრა არის გახსნილი, ღია - პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება. არ ვაპირებთ კანდიდატების მიმართ ფავორიტიზმით დაკავებას, რადგან ძირითადად იაგო ხვიჩიას გარდა, არავის ვიცნობ. ყველას უნდა მივცეთ საშუალება საკუთარი მოსაზრებები წარადგინონ და სახალხო დამცველობისთვის იბრძოლონ. დამოკიდებულება, რომ ვიღაცას ვიღაცა მოსწონს და ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონს, უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს