კახა კალაძე - დევი მეზურნიშვილსა და ლაზარე ლობჟანიძესთან შეხვედრებს კამპანიური აჟიოტაჟი მოჰყვა - მეგობრებო, მათთან შეხვედრა ჩემი ვალდებულებაა,  მოვინახულებ ანდრიას და მეგი ბანცაძესაც

თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებისას ვაკის პარკის ტრაგედიისას დაზარალებულ მოზარდთან და ვაკის პარკის მებაღე დევი მეზურნიშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელებში გამოხმაურებებს „კამპანიური აჟიოტაჟი” უწოდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის აპირებს მოინახულოს ყველა, ვინც ამ ტრაგედის შედეგად დაზარალდა.

„რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის, დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემს მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მეგობრებო ჩემი ვალი და ვალდებულებაა არა მხოლოდ როგორც დედაქალაქის მერის, არამედ პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც 4 შვილის მამის. კი, მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს, კიდევ შევხვდები და კიდევ მოვინახულებ. მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ, ყველას ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა. აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა - თითოეულ ექიმს, თითოეულ ექთანს, ყველა ადამიანს. აქვე ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ გუშინ ვერ შევძელი მისი მონახულება, მაგრამ მომდევნო დღეებში აუცილებლად ვესტუმრები მასაც“, -განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო