20 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში წიგნი მონოგრაფიის - "COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების გამოწვევები" - პრეზენტაცია გაიმართება.
კავკასიის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები არიან: საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა მარგიშვილი.
მათივე ცნობით, წიგნის ავტორები არიან კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი გიორგი მახარაშვილი და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა.
„დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ, რომელიც COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, განაპირობა საზოგადოებისა და ეკონომიკის მრავალი გამოწვევა. ნაშრომში განხილულია პანდემიის შედეგად დისტანციური სწავლების შეფასება სტუდენტების და პედაგოგების პერსპექტივიდან. ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა თვით ადმინისტრირებადი, ონლაინ კითხვარის გამოყენებით.
ღონისძიება ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.