ანონსი 20 ოქტომბერი

20 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის საგრეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეხვედრა გაიმართება ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N422 (C კორპუსი, IV სართული).
20 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალი დეპუტატების შეხვედრა გაიმართება სახალხო დამცველობის კანდიდატებთან.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).
20 ოქტომბერს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „რუსეთი ხორბალზე საექსპორტო გადასახადს ზრდის, - როგორ აისახება ეს ქართულ ბაზარზე, ფასებზე. რა მდგომარეობაა ქვეყანაში მარაგების მხრივ და როგორია ხორბლის იმპორტის მაჩვენებელი ამ დროისთვის“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
20 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარტია „დროას“ წევრი და 20 ივნისს დაზარალებული კობა ლეთოდიანის შვილი ნათია ლეთოდიანი განცხადებას გააკეთებს.
თემა: „სასამართლოს მორიგი უარი დაზარალებულის სტატუსზე“.
მის: მცხეთის ქუჩის 49
20 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
თემა: სოციალური დიალოგი სამუშაო ადგილებზე, შრომითი და სოციალური ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება, ბიზნეს სექტორისა და დასაქმებულთა ერთობლივი პოზიციების ადვოკატირება მთავრობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წინაშე, შრომითი ურთიერთობების კუთხით.
მის: ა. ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართული
საკონტაქტო: ცირა იობაშვილი - 598 54 44 15
20 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი.
20 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასმართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
20 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში, ტელეკლინიკის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ივანე ჯავახიშვილის N43
საკონტაქტო: მარინა ასათიანი - 599 11 99 99 ; 5 99 502 971.
20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სოფლებში“ (2022-2026 წწ.) პირველ გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრება.
მის: მარშალ გელოვანის 6
20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასმართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასკლაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ონლაინ ფორმატით, გაიმართება მეორე შეხვედრა სახალხო დამცველის კანდიდატებთან.
https://us06web.zoom.us/j/84980924241?pwd=V2RFdVNjbmRWNUtaV0lVc3lkKzRIZz09
Meeting ID: 849 8092 4241
Passcode: 283528

























