20 ივნისის აქციაზე დაშავებულ კობა ლეთოდიანს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე კვლავ უარი უთხრა

20 ივნისის აქციაზე დაშავებულ კობა ლეთოდიანს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უკვე მეორედ უთხრა. ამის შესახებ პარტია „დროას“ წევრმა, კობა ლეთოდიანის შვილმა, ნათია ლეთოდიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მამამისმა ცალი თვალი აფხაზეთის ომში, ხოლო მეორე თვალი 20 ივნისს, „გავრილოვის სისხლიან ღამეს“ დაკარგა.

„მამაჩემს, კობა ლეთოდიანს პროკურატურამ მოწერა, რომ არ არის დადგენილი, გამოძიება მიმდინარეობს, თუ რამდენად სწორად იქნა გამოყენებული მის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები. ეს ყოვლად დამცინავი და შეურაცხმყოფელი დადგენილებაა, არა მარტო მამაჩემის, არამედ ნებისმიერი დასახიჩრებული, თვალდათხრილი დაზარალებულის მიმართ, რომელმაც 20 ივნისის ღამეს აუნაზღაურებელი ტრავმა მიიღო,“ - განაცხადა ნათია ლეთოდიანმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას და მის პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სიტყვით გამოსვლას აქცია და დაპირისპირება მოჰყვა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო