თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩია.

პროცესი უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილის ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო დაცვის სამსახური.

107-ე აუდიტორიასთან შეკრებილი სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრების აშენებას და საბინაო სუბსიდიას მოითხოვდნენ. მათი განცხადებით, ჯაბა სამუშია წინასწარ იყო შერჩეული რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე და მას წინასწარ ულოცავდნენ ამ თანამდებობაზე დანიშვნას.

პროფესორ კახაბერ ლორიას განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშიას არჩევას მხარი აკადემიური საბჭოს 28 წევრმა დაუჭირა, ხოლო 2 ბიულეტენი გაბათილდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების პროცესს დამკვირვებლები არ ესწრებოდნენ, მაგრამ კენჭისყრის პროცესი სრულად არის გადაღებული.

"აკადემიური საბჭოს წევრთა უმრავლესობამ ანუ 30-მა წევრმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. 30 ბიულეტენი დაფიქსირდა, როდესაც კომისიამ დაითვალა, აქედან 28-მ ხმა მისცა პროფესორ ჯაბა სამუშიას, 2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. შესაბამისად, ბატონი ჯაბა არის არჩეული რექტორის მოვალეობის შემსრულებლად. კანონისა და წესდების შესაბამისად ჩატარდა უკლებლივ ყველა პროცედურა, კანდიდატი რამდენი იყო, ეს მათი გადასაწყვეტია, ვისაც პოტენციურად შეეძლოთ მონაწილეობის მიღება ამ პროცესში. დამკვირვებლებს, ვისაც სურვილი ჰქონდათ, გუშინ 15:00 სთ-მდე ჰქონდათ საშუალება, შემოეტანათ განცხადება და ჩვენ მათ დამკვირვებლებლებად დავუშვებდით, თუმცა არავის შემოუტანია. შესაბამისად, დამკვირვებელი არ იყო, მაგრამ მთელი კენჭისყრის პროცესი არის გადაღებული და ასევე, ხმის დათვლის პროცესი დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობისთვის. ვისაც სურს, შეუძლია ნახოს",-განაცხადა პროფესორმა კახაბერ ლორიამ.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით