არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე, მათ შორის მოწმე და დაზარალებულ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაში საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გოჩა ფარულავა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, სამართლის უზენაესობის პროგრამის რეგიონული ჰაბის იურისტი ირინა ხახუტაიშვილი, გენერალური პროკურატურის, საერთო სასამართლოების და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ ევროპის საბჭოს და სამართლის უზენაესობის პროგრამის (USAID) მხარდაჭერით გამართული შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არსებული გამოწვევები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონულ ჭრილში და სხვა.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების საჭიროებასა და მათი განხორციელების სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო