პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები, როგორც დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებები, წარმოადგენენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სოციალურ პარტნიორებს, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება შრომითი და სოციალური ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაა.

„ დოკუმენტზე ხელმოწერით გაფორმდა შეთანხმება, რომ შემუშავებულ იქნას მხარეთა შორის ეფექტური თანამშრომლობითი მექანიზმები, რათა მოქმედი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში მოხდეს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ინტერესების გონივრული და სამართლიანი დაბალანსება, მათ შორის, სამუშაო ადგილებზე სოციალური დიალოგის მნიშვნელობაზე, შრომითი და სოციალური ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაზე, ბიზნეს სექტორისა და დასაქმებულთა ერთობლივი პოზიციების ადვოკატირებაზე მთავრობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წინაშე, შრომითი ურთიერთობების კუთხით და ისეთი აქტუალური საკითხების შესახებ, როგორებიცაა: კოლექტიური ურთიერთობები, სასამართლო დავები, მინიმალური ხელფასი, ნამუშევარი საათების აღწერა, 48 საათიანი სამუშო რეჟიმის მქონე საწარმოები და სხვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო