1-ელ ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 1-ელ ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება.

უწყების ცნობით, ქონების, მათ შორის, მიწის გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბრისა წარადგინონ და კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა გადაიხადონ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=800

ვიდეო ინსტრუქცია: https://rs.ge/VideoInstructions

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ შემოსავლების სამსახურის სერვისით “RS ჩათი“ ისარგებლოთ, ან სატელეფონო ცენტრს დაუკავშირდეთ ნომერზე: 2 299 299

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 130 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო