წიგნის „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ პრეზენტაცია გაიმართა

„კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“- ასე ჰქვია კულინარიულ გზამკვლევს, რომელშიც 110-მდე კერძია შეტანილი. წიგნი, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა, ნაკლებცნობილი და მივიწყებული კერძების, დესერტებისა და წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციებია განთავსებული. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარული კერძების კულინარიული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ტურისტული სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქობულეთური, ლაზური და მთიანი აჭარის კულინარიული სივრცეები, სადაც სტუმრებს ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. გარდა ამისა, სპეციალურად ღონისძიებისთვის მოწვეულმა ცნობილმა შეფმზარეულებმა სტუმრებს აჭარული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციები შესთავაზეს.

„კულინარიული ექსპედიციისას ჩატარებულმა კვლევამ ისეთი კერძებისა და დესერტების გაცოცხლებას შეუწყო ხელი, რომლებსაც ადგილობრივებიც აღარ იცნობენ და იყენებენ კვებისას. სირვალი, მოთრიელა, ჭინჭრიბუხი, ფესტილშორვა, ქათმის ფიფინა, ყაფლამა იმ კერძებს შორისაა, რომელთა რეცეპტებსაც დაინტერესებული პირები კულინარიულ გზამკვლევში ნახავენ.

ვინაიდან აჭარული სამზარეულო კერძების ნაირგვარობით და ლოკალური თავისებურებებით ხასიათდება, კულინარიული კვლევა მუნიციპალიტეტების, ხეობებისა და იაილების მიხედვით განხორციელდა. ის მოიცავს როგორც ზემოაჭარულ, ისე ქობულეთურ და ლაზურ კულინარიას. გზამკვლევში წარმოდგენილია მთავარი კერძი, დესერტი, საწებლები, მურაბები, მარინადები, რძის ნაწარმი, წასახემსებლები, ღვინის სახეობები და ყურძნის წვენისგან დამზადებული სხვა პროდუქტები. ავთენტური სამზარეულოს აღდგენის მიზნით აჭარული სამზარეულოს ინვენტარი და ჭურჭელიც შეისწავლეს.

კულინარიული გზამკვლევი ერთის მხრივ აჭარის მრავალფეროვანი კერძების პოპულარიზაციას, მეორეს მხრივ კი მათ მენიუებში შეტანას შეუწყობს ხელს. წიგნის ელექტრონული ვერსიის ნახვა მსურველებს სააგენტოს ტურისტულ პორტალზე https://visitajara.com/ka/maps-brochures შეუძლიათ. კულინარიული გზამკვლევის ბეჭდური ვერსია გიდებს, კვების ობიექტებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცათ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი