ანონსი 21 ოქტომბერი

ანონსი  21 ოქტომბერი

21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება ესტონეთის, ლატვიის და ლეტუვას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

21 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ოფისში, უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის სანქცირებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „უჩა მამაცაშვილისა და დავით იაკობაშვილის კავშირი რუსულ სახელმწიფო სანქცირებულ კომპანიებთან და მათ მიერ საქართველოს შავ ხვრელად გამოყენების სავარაუდო ფაქტები“.

მის: ფერისცვალების 20/22

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა 577148118

21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები. მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების გაფართოებული შეხვედრა გაიმართება ესტონეთის, ლატვიის და ლეტუვას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება თემაზე: კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება და გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგი.

მის: ბორჯომი, სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi"

21 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს ანგარიშს - „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში“. ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება ონლაინ, პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით, ბმულზე: https://us02web.zoom.us/j/85654603710

(Meeting ID: 856 5460 3710 )