იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოში ისრაელის ელჩთან, ჰადას მეიცადთან შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროების ურთიერთობაში არსებული პროგრესის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით გაძლიერდა ერთობლივი დეკლარაციის გაფორმების შემდეგ, რომელსაც მიმდინარე წლის სექტემბერში ხელი მოაწერეს რატი ბრეგაძემ და ისრაელის ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა გიდეონ საარმა. დეკლარაცია წარმოადგენს მხარეებს შორის 2021 წლის ოქტომბერში თელ-ავივში გაფორმებული მემორანდუმის გაგრძელებას და ითვალისწინებს ისეთ საკითხებში თანამშრომლობას, როგორიცაა: საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა, ბიზნესისა და მიწის რეგისტრაცია, სანოტარო სერვისები, ელექტრონული აპოსტილი და სხვა.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ისრაელის იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებული საკითხების სწრაფი და ეფექტიანი რეალიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია. ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის პრაქტიკულ განხორციელებას წარმოადგენს დეკემბერში დაგეგმილი სემინარი ისრაელის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლებს შორის.

ასევე, იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის დარგობრივი ურთიერთობა მხარეების ერთობლივი ძალისხმევით კიდევ მეტად ინტენსიური გახდება.

ისრაელის ელჩთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ