თინა ჭავჭანიძე - არ შეიძლება კანონი დავუწესოთ ცხოველს, ეს უაზრობაც არის, ცოტა მეტი მოვთხოვოთ ადამიანებს

არ შეიძლება კანონი დავუწესოთ ცხოველს, ეს უაზრობაც არის ამიტომ, მოდით, ცოტა მეტი მოვთხოვოთ ადამიანებს, - ამის შესახებ ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ჭავჭანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს მსჯელობა, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება კი 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდოს.

თინა ჭავჭანიძის თქმით, არის შემთხვევები, როცა პატრონები თავად წვრთნიან ძაღლებს, რათა აგრესიულები იყვნენ.

„პიტბულებს წვრთნიან ძალისმიერად, რათა აგრესიული იყოს და დაიცვას თავისი პატრონი ან მის მაგიერ ჩხუბში მიიღოს მონაწილეობა. ეს არის ცოტა სხვა მიდრეკილებების მქონე ადამიანებისთვის ძალიან იმედიანი თემა. ამიტომ პატრონები ცოტა მეტი პასუხისმგებლობებით უნდა დაიტვირთონ და არა პიტბული. პიტბული არ შეიძლება პასუხისმგებელი იყოს რამეზე. ხომ შეუძლებელია, რომ ლომს უთხრა - „შენ ესე არ ქნა“. კანონს ვუწერთ პასუხისმგებელ პირს, ძაღლი პასუხისმგებელი მე ჯერ არ გამიგია, არც ლომი და არც დელფინი და ა.შ. ჩვენ, ადამიანებმა ჩავთვალეთ, რომ ჩვენ ვართ სამყაროს გვირგვინი და კანონების დამწერი და არ შეიძლება კანონი დავუწესოთ ცხოველს, ეს უაზრობაც არის. ამიტომ, მოდით, ცოტა მეტი მოვთხოვოთ ადამიანებს“, - განაცხადა თინა ჭავჭანიძემ.

თინა ჭავჭანიძის თქმით, ძაღლის გამრავლების უფლება მხოლოდ სპეციალურ გამმრავლებელს უნდა ჰქონდეს.

„გამრავლების უფლება უნდა ჰქონდეს აუცილებლად მხოლოდ ბიზნეს ოპერატორს, რომელსაც ჰქვია გამმრავლებელი და ის უნდა იხდიდეს სახელმწიფო გადასახადს. ქუჩაში ჩვენ უკვე იმდენი ძაღლი გვყავს, რომ კიდევ გამრავლება არ გვჭირდება“, - განაცხადა თინა ჭავჭანიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა