შარლ მიშელი - ენერგორესურსების საკითხზე შეთანხმებას მივაღწიეთ - ერთიანობა და სოლიდარობა იმარჯვებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ იმუშაონ ზომებზე, რომელიც ენერგორესურსებზე ფასების ზრდას ეწინააღმდეგება.

„ენერგორესურსების საკითხზე შეთანხმებას მივაღწიეთ, არსებობს ძლიერი და ერთსულოვანი ვალდებულება ვიმოქმედოთ ერთად, როგორც ევროპელებმა, სამი მიზნის მისაღწევად: დაბალი ფასები, მიწოდების უსაფრთხოება და მოთხოვნის შესამცირებლად მუშაობის გაგრძელება“, - განაცხადა მიშელმა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის პირველი დღის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„არის მტკიცე გადაწყვეტილება, ერთხმად გაზიარებული, რომ ვიმოქმედოთ ერთად, როგორც ევროპელებმა, სამი მიზნის მისაღწევად: დაბალი ფასები, მიწოდების უსაფრთხოების გარანტირება და მოთხოვნის შესამცირებლად მუშაობის გაგრძელება. მესამე პუნქტი, რომელიც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არის ის, რასაც მე ნდობის პუნქტს ვუწოდებ. ეს არის გადაწყვეტილება, დავავალოთ ჩვენს ენერგეტიკის მინისტრებს, ბევრი იმუშაონ, რათა უზრუნველყონ, რომ არსებობდეს მაქსიმალურად ფართო მხარდაჭერა სხვადასხვა ღონისძიებების განსახორციელებლად“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ამასთან, მან „ტვიტერში“ დაწერა, რომ ერთიანობა და სოლიდარობა იმარჯვებს.

„ერთიანობა და სოლიდარობა იმარჯვებს. შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ზომებზე, რათა შეზღუდონ ენერგორესურსების ფასები ოჯახებისთვის და ბიზნესისთვის“, - აღნიშნა მიშელმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება