„თიბისის“ ბიზნესდაჯილდოებაზე 412 კომპანია დარეგისტრირდა

„თიბისის“ ბიზნესდაჯილდოებაზე რეკორდული რაოდენობის კომპანია დარეგისტრირდა, რეგისტრაცია 412 ბიზნესმა გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„თიბისის“ ინფორმაციით, ისინი შემდეგ ნომინაციებში ეცდებიან საუკეთესოს ტიტულის მოპოვებას: საუკეთესო პროდუქტი; საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი; გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა; გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში.

„წელსაც სიახლეა დაჯილდოების ნომინაციებს შორის, არსებულ ნომინაციებს დაემატა ერთი ახალი: გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება. ნაწილობრივ შეიცვალა გამარჯვებულების გამოვლენის წესიც. წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში მომხმარებლებიც ჩაერთვებიან, კერძოდ, ისინი 2 ნომინაციაში - საუკეთესო პროდუქტი და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება, საუკეთესო ბიზნესების გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას.

ასევე, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ - გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.

პროექტის პარტნიორები წელსაც არიან VISA (მთავარი სპონსორი), ფონდი EFSE და „აწარმოე საქართველოში“. UN Women-მა წელს პირველად დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) - მწვანე ინიციატივებისთვის. კიდევ ერთი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, არის კვლევითი კომპანია ANOVA.

ბიზნესდაჯილდოება „თიბისის“ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

გამარჯვებულებს დაჯილდოების ფინალური ღონისძიებაზე, დეკემბერში ჟიური გამოავლენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს