22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ქუთაისში სასამართლოს გუშაგის დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი ადგილობრივ ადვოკატებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ბრიფინგს გამართავს, რის შემდეგაც სასამართლოს გუშაგების ქსელის მორიგი შეხვედრა შედგება.
თემა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა გაჭიანურებასთან დაკავშირებით პრობლემები.
მის: ქ. ქუთაისი, იოსებ გრიშაშვილის 11. (სასტუმრო „ბესთ უესთერნ ქუთაისი“)
22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარტია „დროას“ ორგანიზებით, გაიმართება საჯარო შეხვედრა რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარდამჭერების პერსონალური სანქცირების შესახებ.
მის: აბაშიძის 34 ( სამუშაო სივრცე Terminali).
22 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობაში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროექტის - „ააშენე საქართველო“ გახსნითი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს პროგრამების დირექტორი, ჯონ დიპირო გახსნიან.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"