სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება

ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 22 ოქტომბრის 00:00 საათიდან ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთზე - იალბუზის ქუჩიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით, მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება და გადაადგილების სქემა შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებების გამო, გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მიმართულებით: მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. ასევე, წინანდლის ქუჩიდან, ახმეტის, თელავის, ზურაბაშვილის, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, მოსკოვის გამზირის მიმართულებით; მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჩაჩავას, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე), ლეხ კაჩინსკის, ჯორჯ ბუშის, ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების გამოყენებით; სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთი - ქეთევან დედოფლის გამზირიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ცალმხრივი გახდება.

„მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბრის 00:00 საათიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:

ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N393 ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით მტკვრის მარცხენა სანაპირომდე, შემდეგ 300 არაგველის ხიდით დაუკავშირდებიან მარჯვენა სანაპიროს, მეტეხის ხიდისა და მარცხენა სანაპიროს გავლით, გადავლენ ბარათაშვილის ქუჩაზე და იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნისკენ იმოძრავებენ, ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით დაუკავშირდებიან ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩებს, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირიდან სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

ავტობუსი N337 ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებს, რის შემდეგაც, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდება მარჯვენა სანაპიროს და მეტეხის ხიდს, შემდეგ კვლავ მარცხენა სანაპიროზე გადავა და ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრაობას ავლაბრის მოედნისკენ შეძლებს, ავლაბრის მოედნიდან დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს, შემდეგ კი ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩებს და გააგრძელებს მოძრაობას დადგენილი სქემით.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N462, N472, N528, N534, N540 მეტროსადგური „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ავლაბრის მოედნისკენ იმოძრავებენ ქეთევან დედოფლის გამზირის, ლეხ კაჩინსკისა და აწყურის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, კასპის, ძმები ყურაშვილების, წინანდლისა და ახმეტის ქუჩების გავლით, თელავის ქუჩაზე გადავლენ, საიდანაც წურწუმიასა და ირბახის ქუჩების საშუალებით, მოხვდებიან ავლაბრის მოედანზე და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას, მიკროავტობუსები ავლაბრის მოედნიდან გადაადგილდებიან ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გავლით, საიდანაც ისევ ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა