სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა საერთაშორისო პროფესიულ ტესტირებაში უმაღლესი შეფასება მიიღო

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა საერთაშორისო პროფესიულ ტესტირებაში უმაღლესი შეფასება მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიისა და ენტომოლოგიის ლაბორატორიების სპეციალისტებმა, საერთაშორისო ტესტირება წარმატებით გაიარეს.

„საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს, რომ ლაბორატორიას შეუძლია ტესტირების პანელში მოცემული დავალების ზუსტი იდენტიფიკაცია, რაც მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 100%-ით შეასრულეს.

პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პანელი მომზადდა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადმოიგზავნა ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტის (UKZUZ) მიერ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო