ნიკა სიმონიშვილი - მოსამართლეთა კონფერენციამ მურუსიძე და გვრიტიშვილი უკონკურენტოდ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, დაძაბული არჩევნები დამთავრდა

უკონკურენტო არჩევნების საუკეთესო ტრადიციები სასამართლოში გაგრძელდა თსუ-ს მერე,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, რითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას გამოეხმაურა.

როგორც სიმონიშვილი აღნიშნავს, „დაძაბული არჩევნები დამთავრდა“.

“ ახლახანს მოსამართლეთა კონფერენციამ მურუსიძე და გვრიტიშვილი უკონკურენტოდ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

უკონკურენტო არჩევნების საუკეთესო ტრადიციები სასამართლოში გაგრძელდა თსუ-ს მერე.

შეგიძლიათ ახლა თქვენც ამოისუნთქოთ, დაძაბული არჩევნები დამთავრდა“, - წერს სიმონიშვილი.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო