ანონსი 24 ოქტომბერი

ანონსი  24 ოქტომბერი

24 ოქტომბერს, 09:00 საათზე, ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეები მთავარი ქორეოგრაფის, ფრიდონ სულაბერიძეს იუბილესთან დაკავშირებით მინი-კონცერტს გამართავენ.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ.103

საკონტაქტო: 577 10 08 30

24 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები“ მზიურის პარკში ბრიფინგს გამართავენ.

თემა: სავარაუდო კორუფციული ინტერესები და ყალბი სამშენებლო საექსპერტო დასკვნა.

მის: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი N6, მზიურის პარკი.

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577148118

24 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში დაინიცირებული თემატური მოკვლევის „ქალებისა და გოგოებისთვის ინფრასტრუქტურის (გზა, ტრანსპორტი, ინტერნეტი, წყალი) მისაწვდომობის შესახებ“ ზეპირი მოსმენა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

24 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.

24 ოქტომბერს, 12.00 საათზე, პარტია „დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს.

თემა: ევროკავშირის მოთხოვნების საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემის კონტროლს აძლიერებს.

მის: მცხეთის ქუჩის 49

24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის მიმდინარეობის შეფასება, პარტიული ინტერესები და კანდიდატების დამოუკიდებლობის ხარისხი“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57;

საკონტაქტო: 593 53 45 24; 599 291202

24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატი მარიკა არევაძე, საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრების ფარგლებში პარტია „ერთიანი ნაცოინალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.8

საკონტაქტო: 595115501

24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „შატო მუხრანში“, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მის.: მცხეთის რაიონი, სოფელი მუხრანი, “შატო მუხრანი”.

24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 ოქტომბერს, 16:00 საათზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე“ - ზეპირი მოსმენა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართება.

საზეიმო კონცერტს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.