ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტით დაიხურა

ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” ანსამბლ “რუსთავის” კონცერტით დაიხურა. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” მომღერლებმა კონცერტი ანსამბლის დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას მიუძღვნეს.

ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ნატროშვილის განცხადებით, ანზორ ერქომაიშვილი წარმოშობით გურიიდან იყო და მომღერლებმა რეპერტუარი შეგნებულად გურული პოლიფონიური სიმღერების საუკეთესო მუსიკალური ნომრებით შეადგინეს.

კონცერტზე „რუსთავის“ მომღერლებმა თავად ანზორ ერქომაიშვილის მიერ შექმნილი სიმღერებიც შეასრულეს.

გარდა ამისა, კონცერტზე წიგნის “ანზორ ერქომაიშვილი - სამადლობელი პრეზენტაციაც გაიმართა, რომელსაც 4 CD დისკი ახლავს, სადაც ჩაწერილია ანზორ ერქომაიშვილის მიერ შესრულებული სიმღერები, რომელსაც წლების განმავლობაში ანსამბლ “რუსთავის” სხვადასხვა თაობის მომღერლებთან ერთად ასრულებდა. წიგნის შემადგენელი ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ნატროშვილია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო