ზუგდიდში მეგრულ-ლაზურ-სვანური პოეზიის და ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა

ზუგდიდში მეგრულ-ლაზურ-სვანური პოეზიის და ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სოფელ დავითიანში მდებარე ემიგრანტთა ბაღ „ფესვებში“ მეგრულ-აფხაზური სახლი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ გახსნა და ბაღში სიმბოლურად ნერგები დარგო. ფესტივალის ფარგლებში, ,,ვეფხისტყაოსნის“ მეგრული თარგმანის გამოცემის „ყილოშტყებამი“ პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის ერთადერთი გამოცემა, რომელსაც აქვს წინათქმა სვანურად, ლაზურად და მეგრულად. წიგნი საჩუქრად ლაზებს და თურქეთში შოთა რუსთაველის საზოგადოების დამფუძნებლებს გადაეცათ.

„ფესტივალი აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მწერალთა ორგანიზაციის, ემიგრანტთა ბაღ ,,ფესვების“ ორგანიზებით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებაში პოეტები, მომღერლები და ლაზური ასოციაციები თურქეთიდან, შოთა რუსთაველის საზოგადოების დამფუძნებლები თურქეთში, ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია ინფორამციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო