„თიბისისთვის“ 30 წლის განმავლობაში ახალი თაობის მხარდაჭერა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. მეოთხე ათწლეულის დასაწყისში, „თიბისიმ“ გადაწყვიტა, ახალი თაობის ხელშეწყობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს და ახალგაზრდებზე მორგებული პროდუქტები შექმნას.
სწორედ ასეთი სიახლეა „თიბისის“ ახალი ბარათები ახალი თაობისთვის. ეს არის ვერტიკალურ ბარათები მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, რომლებიც ახალი დიზაინით შეიქმნა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის სასურველი ფერის ბარათები გამოიწერონ და პარტნიორ ობიექტებში სხვადასხვა განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლონ.
ვიზას ახალი ბარათების შეკვეთა მომხმარებელს როგორც „თიბისის“ ნებისმიერ ფილიალში, ისე ვებგვერდზე www.tbcyouth.ge-ზე შეუძლია.
„ახალი თაობის მხარდაჭერა „თიბისისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველდღიურად ვმუშაობთ პროდუქტების და მომსახურების დახვეწაზე, რომელიც ჩვენი მომხმარებლების ცხოვრებას გაამარტივებს და მათ ცხოვრების სტილს მაქსიმალურად მოერგება. ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ახალგაზრდებისთვის საინტერესო შეთავაზებები მუდმივად გვაქვს,“ - განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, თორნიკე გოგიჩაიშვილმა.
ახალი თაობის მხარდაჭერის გზავნილის პირველი ეტაპი მუსიკალური ვიდეო Take Over იყო, რომელზეც პოპულარულმა ქართულმა ბენდმა „Bedford Falls”-მა, კომპოზიცია Take Over დაწერა.
„თიბისი“დასაქმების, განათლების და ახალი პროექტების განვითარების მიმართულებით ახალი თაობის მხარდაჭერას აგრძელებს.
ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.