მიხეილ ბატიაშვილი - ძალიან გვიხარია და ვულოცავ ყველა სტუდენტს „ვებსტერში“ ჩაბარებას

„ვებსტერის უნივერსიტეტის“ საქართველოს კამპუსის პირველი ნაკადის სტუდენტებს სწავლის დაწყება უნივერსიტეტის პარტნიორმა მიხეილ ბატიაშვილმა მიულოცა.

მისი თქმით, 2 წლის წინ დაწყებული პროექტი, საქართველოში გახსნილიყო ამერიკული უნივერსიტეტი, წარმატებით განხორციელდა და უნიკალურია იმით, რომ რეგიონში მას პრეცედენტი არ გააჩნია.

„2 წლის თავზე ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ „ვებსტერის“ უნივერსიტეტი გაიხსნა, გვყავს პირველი სტუდენტები და ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოშივე არა მარტო ადგილობრივი, არამედ მთელი რეგიონის სტუდენტები მიიღებენ ამერიკულ განათლებას. „ვებსტერში“ ასწავლიან უცხოელი პროფესორები და სტუდენტებს შეეძლებათ, ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ ერთ-ერთი საუკეთესო განათლება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამერიკის საჩუქარი - საქართველოში დაახლოებით 8-ჯერ ნაკლები ღირდეს სწავლა, ვიდრე სხვაგან. რა თქმა უნდა, პირველი წარმატებული წლის შემდეგ, უნივერსიტეტი გააგრძელებს მუშაობას, სხვა სტუდენტების მიღებას და გავზრდით იმ ახალ თაობას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის მიმართ ინტერესი მაღალია როგორც საქართველოში, ისე მეზობელ ქვეყნებშიც.

„მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, დავეხმაროთ და ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა სტუდენტს, ვისაც აინტერესებს და ვისაც შესაძლებლობა აქვს, ინგლისურ ენაზე ისწავლოს. მათ ვეხმარებით, მზადება დაიწყონ შემდეგი წლისთვისაც, შესაბამისად ყოველდღიურად იმართება შეხვედრები დაინტერესებულ აბიტურიენტებთან და ხელს ვუწყობთ, რომ მოხვდნენ „ვებსტერში“, მიიღონ ამერიკული განათლება და ამერიკული დიპლომი, რაც მომავალი წარმატების წინაპირობაა“, - განაცხადა „ვებსტერ საქართველოს“ პარტნიორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

„ვებსტერის უნივერსიტეტმა“ საქართველოში, სტუდენტების პირველი ნაკადი წელს მიიღო. მიღების ღონისძიებისთვის, ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს, „ვებსტერის უნივერსიტეტის“ დელეგაცია ეწვია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ამილახვარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - ნუნუ მიცკევიჩი, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები.

„ვებსტერის უნივერსიტეტის“ ოფიციალური წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ და სწავლის დაწყება მოულოცეს.

„ვებსტერის უნივერსიტეტი“ 1915 წელს დაარსდა და მსოფლიოს 50 ლოკაციაზე ფუნქციონირებს. უნივერსიტეტი აკრედიტებულია უმაღლესი რანგის მქონე კომისიების მიერ, მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. საქართველოს კამპუსი ავტორიზებულია 1000 სტუდენტის მისაღებად და ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით.

ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ გაცვლითი პროგრამით და ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ „ვებსტერის“ საუნივერსიტეტო ქსელის ნებისმიერ კამპუსში მსოფლიოს მასშტაბით.

სწავლის დასასრულს, სტუდენტს გადაეცემა „ვებსტერის უნივერსიტეტის“ ამერიკული დიპლომი.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო