რა უნდა იცოდეთ სტომატოლოგიური კლინიკის არჩევისას?

სერვისის დონე, სამუშაო მასალების ხარისხი, ექიმების კვალიფიკაცია და დანადგარების დონე ეს ის საკითხებია, რომლებიც თბილისში სტომატოლოგიური კლინიკების ფასს განაპირობებს. რიგ შემთხვევაში სხვაობა საკმაოდ დიდია, თუმცა ამ დროს არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ფასთან ერთად ანალოგიურად განსხვავდება ხარისხიც. ხარისხი კი ნებისმიერი სტომატოლოგიური მომსახურების მიღების დროს ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ისეთი ნაკლებად ინვაზიური სტომატოლოგიური მომსახურება, როგორიცაა ვინირება, თუ ისეთი კომპლექსური პროცედურა როგორიცაა კბილის დაბჟენა თუ კბილის იმპლანტის ჩასმა.

ხარისხიანი მომსახურების მიღება თუ გსურთ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება შემდეგ კრიტერიუმებს, რომლებიც, თავის მხრივ, ფასსაც განსაზღვრავს.

სამუშაო მასალები

სამუშაო მასალები ფასისა და ხარისხის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. მაღალი ხარისხის მასალები სასურველი შედეგის მიღების წინაპირობაა, თუმცა მას ფასიც შედარებით მაღალი აქვს. დაბალი დონის და შესაბამისად, დაბალი ღირებულების პროდუქცია ხანგრძლივ და ლამაზ შედეგს ვერ მოგვცემს.

აპარატურა

ტექნოლოგიური განვითარება სტომატოლოგიაშიც ინტენსიურია. მუდმივად ვითარდება აპარატურა, რომელიც რთული სტომატოლოგიური პროცედურებისთვის, მათ შორის, ვინირების, იმპლანტების გასაკეთებლად არის საჭირო. რაც უფრო თანამედროვე აპარატურითაა სტომატოლოგიური კლინიკა აღჭურვილი, მით უკეთეს მომსახურებას სთავაზობს ის პაციენტს. მაღალი დონის ტექნიკაში ინვესტიციის ჩადება დღეს მხოლოდ წამყვან კლინიკებს შეუძლიათ.

ექიმების გუნდი

აუცილებელია, რომ მაღალკვალიფიციურ განათლებასთან ერთად, ექიმები მუდმივად გადიოდნენ გადამზადებას, სტაჟირებას უცხოეთის წამყვან კლინიკებში. ისინი უნდა შეისწავლიდნენ ახალი სამუშაო მასალებითა და ახალი აპარატებით მუშაობას.

სერვისის დონე

ზემოთჩამოთვლილ კრიტერიუმებთან ერთად თანამედროვე მომხმარებლისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგულარულად მაღალი დონის მომსახურების მიღება. სტომატოლოგიის შემთხვევაში მაღალი დონის სერვისი ნიშნავს, რომ ერთ კლინიკაში სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტი უნდა მუშაობდეს, კლინიკას თავისი ლაბორატორია უნდა ჰქონდეს, გარემო უნდა იყოს სასიამოვნო და კომფორტული, მომსახურე პერსონალი კი - კეთილგანწყობილი.

თბილისში ბევრი სტომატოლოგიური კლინიკაა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადია „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“. სწორედ ამ კლინიკას მივმართეთ კითხვით, თუ რა განსაზღვრავს მათთან ფასს.

„მსოფლიოში წამყვანი გერმანული კომპანიის, Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორი ვართ კავკასიის რეგიონში. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით. ეს ჩვენი მომსახურების ხარისხის და შესაბამისად, ფასის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. გვაქვს ჩვენივე სატექნიკო ლაბორატორია, სადაც მზადდება სხვადასხვა სახის კონსტრუქციები (გვირგვინები, ვინირები, ჩანართები, ხიდისებრი კონსტრუქციებიდა ა.შ.) ადგილზე მზადდება. ეს სტომატოლოგიური კლინიკის დიდი უპირატესობაა. ჩვენი ექიმების გუნდი კი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ქვეყანაში საუკეთესო სტომატოლოგებითაა დაკომპლექტებული,“ - განმარტავენ კლინიკაში.

ზემოთდასახელებული კრიტერიუმები განსაზღვრავენ სტომატოლოგიური მომსახურების ფასს, რომელიც თბილისში ევროპის და ამერიკის წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკებთან შედარებით ბევრად უფრო დაბალია. თუმცა საქართველოში მომსახურების ხარისხი უცხოურს ნამდვილად არ ჩამორჩება. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ საქართველოში სამედიცინო ტურიზმით სხვადასხვა ტიპის სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად ხშირად ჩამოდიან საერთაშორისო მოგზაურები. მიზეზი მათთვის ხელსაყრელი ფასი და მაღალი ხარისხია.

უცხოელებისგან განსხვავებით, ქართველები ხშირად არჩევანს იაფფასიან კლინიკებზე აკეთებენ. თუმცა მათ, ვისაც ხარისხიანი მომსახურების მიღება სურს, კლინიკის ფასით შერჩევამდე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო