პრობაციის ეროვნული სააგენტო - სააგენტო ბენეფიციარებს მომავალი პროფესიის არჩევაში ეხმარება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ბენეფიციარებს მომავალი პროფესიის არჩევაში ეხმარება - ამ მიზნით, არასრულწლოვანი განრიდებული პირები და რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს და „აქვა-გეო“-ს საწარმოში იმყოფებოდნენ.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოზარდებმა ქარხანა დაათვალიერეს, საწარმოო პროცესს სპეციალისტების ჩართულობით ადგილზე გაეცნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ინფორმაცია მიიღეს.

„სხვადასხვა სფეროს გაცნობა არასრულწლოვნებს სხვადასხვა სპეციალობის გაცნობასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში მოზარდებისთვის შემეცნებითი აქტივობები გაგრძელდება. ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ სააგენტოში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო