გიორგი ხანიშვილმა კონფერენციაში „ქართული ჩაი“ მიიღო მონაწილეობა

ანასეულში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში კონფერენცია „ქართული ჩაი“ გაიმართა.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენცია საქართველოში მაღალი ხარისხისა და კატეგორიის ჩაის წარმოების პოტენციალს, სექტორის მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს შეეხო.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დარგში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ასევე დარგის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა - „ქართული ჩაი“ ხორციელდება 2016 წლიდან, რომლის მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება და ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა. საქართველოში სექტორის წარმოების განვითარების მიზნით, დაგეგმილია ახალი ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მაღალხარისხიანი და პრემიუმ კლასის ჩაის წარმოებაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

კონფერენცია სააქციო საზოგადოება „ქართული ჩაის“ ორგანიზებით გაიმართა და მისი დაარსებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჩაის კერძო სექტორის წარმომადგენლები და ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო