„საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ პროგრესის შეფასების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის განვითარების ჯგუფი ეწვია.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის მიმდინარეობასა და სოციალური სისტემების გაძლიერებაზე ისაუბრეს.
„განიხილეს სამუშაოს მაძიებლებისათვის დასაქმების შესაძლებლობის კიდევ უფრო გაზრდა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება.
მსოფლიო ბანკის მიერ დადებითად შეფასდა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე, რათა საქართველოში განვითარდეს ადამიანური კაპიტალი და დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დასაქმებისა და სოციალური დაცვის სისტემები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.