ანონსი 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო სტამბას „Garden Hall“-ში ფინელი და ქართველი დიპლომატების, ქართულ-ფინური ბიზნეს ასოციაციის, საბანკო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით ქართულ-ფინური ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.
საკონტაქტო: თათა კვაჭაძე - 599 74 66 33
25 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით, საარჩევნო ადმინისტრაციების მეათე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.
ღონისძიებას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოფმანი და ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა გახსნიან.
მის: წინანდალი, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“
საკონტაქტო: ნათია ლეშკაშელი - 595 521152
25 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება ანალიტიკური კვლევის წარდგენა სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების ეფექტიანობის შესახებ.
ღონისძიების მონაწილეებს მიმართავენ შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი და NDI-ის დირექტორის მოადგილე თეონა ყუფუნია.
მის: თავისუფლების მოედანი 4
25 ოქტომბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული).
25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ხელახალი არჩევა“.
მის: ჭოველიძის ქ4ა (ღია საზოგადოების ფონდი).
საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03
25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).
25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ოპოზიციამ თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად და თბილისის მერის, კახა კალაძის დასაბარებლად საჭირო რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვა.
25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ილჰამ ალიევის განცხადებები სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკასა და სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლებაზე."
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
25 ოქტომბერს, 11:30 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისში“ გაიმართება საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის პრეზენტაცია.
ღონისძიებას გახსნიან: მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მსოფლიო ბანკის განათლების მიმართულების ხელმძღვანელი რიტა ალმეიდა, საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში რიშარ რეკენა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი რაფაელ ჟოზანი.
მის: ჭავჭავაძის გამზ.64ა
საკონტაქტო: 571 71 17 12
25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარეები გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე პრესკონფერენციას გამართავენ
თემა: 19 - 21 ოქტომბრის ბრიუსელში ვიზიტის ძირითადი მიგნებები
მის: შევჩენკოს ქუჩა N1 (სასტუმრო “შოთა რუსთაველი”, პარლამენტის გვერდით)
საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 60 26 34
25 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებს წარადგენს.
მის: შოთა რუსთაველის #13
25 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის.: ინგოროყვას 7
25 ოქტომბერს, 15:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან, „ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკოლოგიისა და ვეტერინარიის მაგისტრი ლაშა ჩხარტიშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
თემა: „გარემოს დაცვის კომიტეტის სახელით, ფარულად მომზადებული კანონპროექტი, რომლის რეალურ მიზანს მიუსაფარი ცხოველების მასობრივი განადგურება და აღნიშნულის ხარჯზე დიდი კორუფციული შემოსავლის მიღება წარმოადგენს”.
საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923.
25 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო შეხვედრა შინაურ ბინადარ ცხოველთა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებთან „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის მიზნების, ძირითადი პრინციპებისა და განსახორციელებელი სისტემური ცვლილებების თაობაზე
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული).
25 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში პირველი ციფრული პლატფორმის - Translive-ის პრეზენტაცია გაიმართება.
საკონტაქტო: 598 78 71 06

























