საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, დელეგაციასთან ერთად, მცხეთაში უმასპინძლა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის არაფორმალური ნაწილი მცხეთაში, „შატო მუხრანში" გაიმართა. სტუმრებმა ტრადიციული ქართული კერძების მომზადების პროცესში მიიღეს მონაწილეობა. დელეგაციის პატივსაცემად შესრულდა ქართული ტრადიციული ცეკვები.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცული აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ფოტოასლები დაათვალიერეს, რომლებშიც ასახულია აზერბაიჯანელთა სხვადასხვა სოციალური ფენის ყოფა და ხელოსნობა. აღნიშნული კოლექციის შეგროვება საქართველოში 1852 წელს თბილისში დაარსებულ კავკასიის მუზეუმს უკავშირდება.

კოლექციის გამდიდრება და შესწავლა მრავალრიცხოვანი სამეცნიერო ექსპედიციებისა თუ შემოწირულობების გზით ხდებოდა. აღნიშნული კოლექცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გუნდმა, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში წარადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება