რაჭა-ლეჩხუმში გასტრონომიული ტური გაიმართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, რაჭა-ლეჩხუმში გასტრონომიული ტური გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურ-ოპერატორების, ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფი ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს ეწვია.

„ტურის მონაწილეებმა ჭრებალო და ღვირიში მოინახულეს. ჯგუფის წევრები ღვინის ქარხანას ეწვივნენ, სადაც რაჭული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ტურის ფარგლებში ადგილობრივი კერძების მასტერკლასი მოეწყო.

ტურ-ოპერატორებმა და მედიის წარმომადგენლებმა საოჯახო ეთნო მუზეუმი დაათვალიერეს, დაათვალიერეს ღვირიშის ჩანჩქერი.

გასტრო ტურის მიზანია ადგილობრივი სამზარეულოს წარმოჩენა, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურთა ნაკადის გაზრდა რეგიონში, აგრეთვე „გემო-ფესტისთვის“ მომზადებული ტურისტული ინფრასტრუქტურის, საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების პოპულარიზაციაა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, პირველად რაჭაში, აგვისტოში „გემო ფესტი“ გაიმართა. პროექტის ფარგლებში ფესტივალი სხვა რეგიონებშიც გაიმართება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა