გლდანის რაიონში, ბმა-ს პროგრამის ფარგლებში, 119 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა

გლდანის რაიონის გამგეობამ, ცხრა თვის განმავლობაში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 119 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა, აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 929 406 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წყალარინების შიდა და გარე ქსელი 21 მისამართზე შეიცვალა, 20 მისამართზე ამორტიზებული ლიფტი კაპიტალურად რეაბილიტირდა, ქანობიანი და ბრტყელი სახურავისა და წყალსაწრეტი მილების მოწესრიგების სამუშაოები 52 მისამართზე ჩატარდა, სართულშუა ნაპრალის ამოვსების სამუშაოები 8 მისამართზე განხორციელდა. საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეების რეაბილიტაცია, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს რკინის კარის მოწყობა) კი, 18 მისამართზე დასრულდა.

„აღნიშნულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობა 100%-ით აფინანსებს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა კი თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და შემდგომ საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო