ნიკოლოზ ხატიაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროქტში „ააშენე საქართველო“ ჩაერთო

„ჯეოქეისის“ მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და საერთაშორისო მდივანი, ნიკოლოზ ხატიაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროექტში „ააშენე საქართველო“ ჩაერთო, რომელიც მიზნად მომდევნო 2 წლის განმავლობაში ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის პროცესში საქართველოში წარმატებული ლიდერების და ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიის და კომპრომისის გზით პროცესი მოამზადებს ნიადაგს, რომელიც არაფორმალურ გარემოში კონსენსუსის მიღწევაზე იქნება ორიენტირებული.

„ჯეოქეისის“ ინფორმაციით, პროექტში სხვადასხვა სფეროებიდან 60 მონაწილეა ჩართული, მათ შორის, აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო სექტორიდან.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ექსპერტ ფასილიტატორების მხარდაჭერით, საზოგადოებრივი დიალოგის მიდგომას გამოიყენებს, რათა სხვადასხვა აქტორებს შორის საერთო საფუძველი შექმნას. შემოთავაზებული მიდგომა არაფორმალურ გარემოში კონსენსუსის მიღწევაზე იქნება ორიენტირებული, რაც სამომავლოდ ქმნის გაზრდილი თანამშრომლობისა და კომპრომისის საფუძველზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს