Global Finance-მა „თიბისი“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესო ბანკად აღიარა

Global Finance-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „SME Bank Awards 2023“ „თიბისი“ საუკეთესოდ დასახელდა ორ ნომინაციაში - საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საქართველოში. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„ეს აღიარება „თიბისისთვის“ უაღრესად მნიშვნელოვანია. Global Finance-ის ჯილდოები ნათლად ადასტურებენ, რომ „თიბისი“ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით გამორჩეული და საუკეთესოა. ეს ჯილდო არის ჩვენი მრავალრიცხოვანი პროექტისა და ხარისხიანი პროდუქტების მორიგი აღიარება, რომელთა საშუალებითაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს ვუწყობთ,“ - განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, თორნიკე გოგიჩაიშვილმა.

ბანკის ინფორმაციით, SME Bank Awards-ი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის რიგით მეორე ყოველწლიური დაჯილდოვებაა, რომლის გამარჯვებულები მსოფლიოს ყველა კონტინეტიდან - ჯამში 70-მდე ქვეყნიდან შეირჩნენ.

„მცირე მეწარმეობა ყველა ქვეყანაში ეკონომიკის სასიცოცხლო ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ ის ფართო სპექტრს მოიცავს, თითოეულ ბიზნესს აქვს სპეციფიკური საჭიროებები, რომელსაც ინდუსტრია, სექტორი თუ გეოგრაფია განაპირობებს. Global Finance-მა დააჯილდოვა ის საფინანსო ინტიტუტები, რომლებიც ფოკუსირდებიან ამ სეგმენტზე და კარგად ესმით, რა სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესს მათ ქვეყანაში,“ - განაცხადა Global-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა, ჯოზეფ ჯარაპუტომ.

Global Finance-მა გამარჯვებულები თავად ბანკების მიერ წარდგენილ ინფორმაციასა და დამოუკიდებელ კვლევებზე დაყრდნობით გამოავლინა, რომლის დროსაც ინდუსტრიის ინსაიდერების, აღმასრულებლებისა და ტექნოლოგიების ექსპერტების მოსაზრებები შეისწავლეს.

ჟურნალი Global Finance-ი 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია, მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ფინანსურ წრეებში დიდი ნდობით სარგებლობს. Global Finance-ი საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს რეგულარულად აჯილდოებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა