თამარ გაბუნიას განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ორსულთა ჩართულობა დაბალია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ორსულთა ჩართულობა დაბალია. როგორც მან "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, იმუნიზაციის პროცესში განსაკუთრებით აქტიურობენ ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები.

რაც შეეხება სტატისტიკას, როგორც ის განმარტავს, გრიპის ვირუსის ცირკულაცია მინიმალურია და ერთეული შემთხვევები გამოვლინდა.

„გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასი ვაქცინა იყო შეძენილი. პროცესი დავიწყეთ და აქტიურად მიმდინარეობს ყველა რეგიონში. მონაწილეობა მეტად აქტიურია ხანდაზმულებში, ქრონიკული დაავადების მქონე პირებში, თუმცა, ძალიან დაბალია ორსულების მხრიდან მონაწილეობა, რაც ძალიან საყურადღებოა. მაქსიმალურად ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია. ჯერ გრიპის ვირუსის ცირკულაცია მინიმალურია, ერთეული შემთხვევები გამოვლინდა", -აღნიშნავს გაბუნია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო