ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კოვიდკლინიკებზე მოკვლევა გრძელდება, ხოლო კონკრეტული შემთხვევები, სადაც დარღვევები გამოიკვეთა, შესაბამის ორგანოებს გადაეცა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კოვიდკლინიკებზე მოკვლევა კვლავ გრძელდება, ხოლო კონკრეტული შემთხვევები, სადაც დარღვევები გამოიკვეთა, შესაბამის ორგანოებს გადაეცა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი მხრიდან შესწავლები ისევ გრძელდება, ხოლო კონკრეტული შემთხვევები, სადაც უკვე გამოკვეთილია [დარღვევები] და ჩვენ დავრწმუნდით, ასეთი შემთხვევები კონკრეტულ ორგანოებს გადავეცით და უკვე იქ გრძელდება მოკვლევა და შესაბამისი გამოძიება", - განაცხადა მინისტრმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წამლის ლაბორატორია საქართველოში სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაიხსნება და მედიკამენტების შემოწმება ადგილზე განხორციელდება.

„წამლის ლაბორატორიის სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიდის. ყოველდღიურ რეჟიმში მე პირადად ვაკონტროლებ ამას. ვფიქრობ, სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე სრულად იქნება დასრულებული. აღჭურვილობის ნაწილში საკმაოდ წინ ვართ და თითქმის ყველა აღჭურვილობა, რაც ამ ლაბორატორიისთვის საჭიროა, ადგილზე გვაქვს. ძალიან მალე, პარალელურ რეჟიმში დამონტაჟებასაც დავიწყებთ. ვფიქრობ, წლის ბოლომდე ეს ლაბორატორია უკვე გაშვებული გვექნება და მედიკამენტებს ადგილზე შევამოწმებთ და გაგზავნა არ დაგვჭირდება,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო