საქართველო „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამას“ იწყებს, რომლის ბიუჯეტი 400 მილიონ დოლარზე მეტია

საქართველო „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამას“ იწყებს, რომლის ბიუჯეტი 400 მილიონ დოლარზე მეტია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აქედან დაახლოებით 200 მილიონ დოლარზე მეტი ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით არის.

„ეს პროგრამა 400 მილიონ დოლაზე მეტია. აქედან დაახლოებით, 200 მილიონზე მეტია ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით. ჯანდაცვის მიმართულებით ის რეფორმები, რასაც რეალურად დღეს მივყვებით იგივე DRG-ის სისტემა, რეფერენტული ფასები, რომლებიც ძალიან მალე უნდა გავუშვათ, სხვადასხვა რეფორმები, რაც ყოველდღიურობაში დაწყებული გვაქვს და გავუშვებთ, იქ არის ჩაწერილი პუნქტებად და ამ პუნქტების შესრულების შემდეგ, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით არის ბევრი რეფორმა, ანუ დღეს ვხუმრობდით კიდეც, რომ ჩვენ გაცილებით წინ ვართ იმ პროექტებში იმიტომ, რომ ეს DRG სისტემა, რეფერენტული ფასები ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შევასრულეთ და შესაბამისი თანხები მოვითხოვოთ. ასევე აიტი კუთხით განახლებას ეხება და ბევრი რაღაც უკვე დაწყებული გვაქვს, როგორც ელექტრონული ჯანდაცვის, ასევე ტელემედიცინის კუთხით და ამ მხრივ საკმაოდ წინ ვართ,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო