გიორგი ხანიშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, ისრაელში საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლობასთან ერთად, პირველ საერთაშორისო სამიტს თემაზე საკვები ზღვიდან და უდაბნოდან - „ზღვა და მომავალი“ დაესწრო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უდაბნოსა და ზღვაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკვების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები, სამომავლო ხედვები, არსებული მიღწევები, ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილება და ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ღონისძიებაზე განიხილეს გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული გამოწვევები და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა.

ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ხანიშვილს ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრმა, ოდედ ფორერმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ყურადღება ასევე გამახვილდა დარგობრივი ცოდნის გაზიარებისა და პროფესიონალთა გადამზადების მიმართულებებზე. ოფიციალურ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო