მარიკა არევაძემ სახალხო დამცველის წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის ინსტიტუტის მიმართ ნდობის ამაღლება დაასახელა

სახალხო დამცველობის კანდიდატმა მარიკა არევაძემ საკომიტეტო მოსმენაზე ყურადღება სახალხო დამცველის რეკომენდაციების შეუსრულებლობის საკითზე გაამახვილა და ომბუდსმენის ინსტიტუციის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრა.

როგორც არევაძემ აღნიშნა, „რეკომენდაციებისა და წინადადების შესრულება/არ შესრულების სტატისტიკა სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ არსებულ გამოწვევებზე მიუთითებს.

„ამ გამოწვევების დასაძლევად კი საჭიროა: ნდობის ამაღლება - ყველას უნდა ჰქონდეს განცდა და მოლოდინი, რომ სახალხო დამცველი ყველას სახალხო დამცველია; თანამშრომლობის გაძლიერება - თუ არ მოხდება კონსტრუქციული თანამშრომლობა, გაგრძელდება მხოლოდ საუბარი უფლებების დარღვევების ფაქტებზე და არ მოხდება მისი აღდგენა; რეკომენდაციების შესრულების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმის შემუშავება; ყველა უფლების მიმართ თანაბარი მუშაობა, რათა გაუმჯობესდეს როგორც საკანონმდებლო, ასევე ფაქტობრივი მდგომარეობა.

აქვე აღსანიშნავია, სახალხო დამცველისადმი მოქალაქეების მიმართვიანობის სტატისტიკა, საიდანაც ირკვევა, რომ წერილობით 6000-მდე მოქალაქემ მიმართა, ხოლო სატელეფონო კონსულტაციის ფარგლებში - 11 000-მდე მოქალაქემ. აღნიშნული სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ საჭიროა საინფორმაციო კამპანიების წარმოება, მოსახლეობის ინფორმირება თუ როდის და რა შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ სახალხო დამცველს.

ნდობის საკითხი ასევე აქტუალურია, როდესაც მოქალაქე მიმართავს სახალხო დამცველს, იღებს დასკვნას, თუმცა, ამ დასკვნის შემდეგაც არაფერი იცვლება. ეს კი ჯაჭვურ კავშირშია რეკომენდაციების შესრულებასთან და თანამშრომლობის აუცილებლობასთან“, - განაცხადა მარიკა არევაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა