საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები დაასახელა. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ასოციაციის მიერ წარდგენილი კანდიდატები როინ მიგრიაული, სოფიო სოხაძე და გიორგი ტურაზაშვილი არიან.
ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს 3 კანდიდატი. შესაბამისად, ასოციაციამ წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის მიზნით ღია კონკურსი 7 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა ყველა იმ წევრს შეეძლო, რომლებიც კანონით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ.
"აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შერჩეული სამივე კანდიდატი გამოირჩევა მრავალწლიანი საადვოკატო პრაქტიკით მაღალი კვალიფიკაციითა და სანდო რეპუტაციით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კანდიდატურებს პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს", - ნათქვამია ინფორმაციაშია.