შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საპარლამენტო კომიტეტში შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობს

შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ პირებთან სამუშაო შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობს. ხმაური გამოიწვია ცვლილებამ იმის შესახებ, რომელიც ადგენს, თუ სად არ შეიძლება ცხოველის მიკედლება, რასაც შეხვედრის მონაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა. მათი განმარტებით, პრაქტიკულად აღარ რჩება ადგილი, რომელიც ჩამონათვალში არ არის და სადაც ცხოველის მიკედლება დაშვებული იქნება. აღსანიშნავია, რომ სხდომა პირველივე წუთებიდან ხმაურით დაიწყო, რაც მოჰყვა ლეიბორისტული პარტიის ერთ- ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის პროსტეტს იმასთან დაკავშირებით, რომ დოკუმენტი დღემდე საჯარო არ არის.

კომიტეტის ხელმძღვანელმა მაია ბითაძემ ჩხარტიშვილს და მის თანმხლებ პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, დაატოვებინებს შეხვედრას ან საერთოდ შეწყვეტს მას. ბითაძის თქმით, მისთვის გაუგებარია პრეტენზიები, რადგან დოკუმენტის პრეზენტაცია სწორედ დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით კი, დოკუმენტს მალავენ.

"წარმოადგინეთ დოკუმენტი თუ გაქვთ ან დავტოვებ შეხვედრას,"- განაცხადა ჩხარტიშვილმა და მას შემდეგ რაც დოკუმენტი ვერ მიიღო სხდომა დატოვა.

სხდომაზე კანონპროექტის პრეზენტაცია დაიწყო, თუმცა მისმა შინაარსმა შეხვედრის მონაწილეთა უკმაყოფილება გამოიწვია. შეხვედრის მონაწილეების განმარტებით, ცვლილებები მისაღები არ არის და ვეტერინარების, კინოლოგების და ცხოველთა დამცველების აზრის მოსმენის გარეშე ასეთი დოკუმენტის შემუშავება დაუშვებელია.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებთან სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეები „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიზნების, ძირითადი პრინციპებისა და განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე ინფორმაციას ისმენენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა