თამარ გაბუნია ჩეხეთის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჩეხეთის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო პირველადი, ფსიქიკური და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

თამარ გაბუნიამ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლისას გაწეული დახმარებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათთვის სამართლიანი და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფაზე.

„ჯანდაცვის სექტორში აქცენტი კეთდება პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე, რაც ითვალისწინებს, პირველადი ჯანდაცვის დონეზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას, ტელემედიცინის სისტემის განვითარებას, ასევე - ოჯახის ექიმებისთვის გზამკვლევების შემუშავებასა და დანერგვას, რაც შექმნის გარანტიას ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის.“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კრაუსი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები, ასევე სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინე ჯავახაძე.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს