გიორგი ბურჯანაძე - თუ ჩემზე, როგორც სახალხო დამცველზე შეჩერდება არჩევანი, გამოვეთიშები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსში მონაწილეობას

თუ ჩემზე, როგორც სახალხო დამცველზე შეჩერდება არჩევანი, ბუნებრივია, გამოვეთიშები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსში მონაწილეობას, ხოლო თუ არ შეჩერდება, ბუნებრივია, გავაგრძელებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკურსში მონაწილეობას, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატმა, გიორგი ბურჯანაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მმართველი პარტიის დეპუტატმა გაიხსენა, რომ ამჟამად გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის პოზიციისთვის და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ვაკანტური კანდიდატურისთვის ერთდროულად იღებს მონაწილეობას.

მიქანაძე დაინტერესდა, თუ რომელი პოზიცია არის უფრო მეტად პრიორიტეტული გიორგი ბურჯანაძისთვის.

როგორც მიქანაძემ კითხვაში ახსენა, აღნიშნული ორი პოზიცია არის „ფუნქციურად ძალიან განსხვავებული კომპონენტები“.

„ერთგან და მეორეგანაც ჩემ გადაწყვეტილებაში შემომეტანა საბუთები დიდი როლი ითამაშეს იმ ადამიანებმა, ვინც წარმადგინა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პროცესში ფორმალური წარდგენა ხდება და მადლობა ამისთვის „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“, მაგრამ აქაც, სახალხო დამცველის პოზიციაზე, რაზეც ახლა გასაუბრება ტარდება, აქაც მხარი დამიჭირეს და ლეგიტიმაცია გამომიცხადეს იმ ადამიანებმა, ვინც ამ კუთხით მუშაობენ.

კითხვაში ასევე ახსენეთ, რომ ეს ორი თვისობრივად განსხვავებული საკითხია, რაშიც ვერ დაგეთანხმებით - ვფიქრობ, რომ საქართველოში ნომერ პირველი ადამიანების უფლებების საკითხი არის სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი, რაზეც არაერთი ორგანიზაციის, უფლებადამცველის და ევროკომისიის შეფასებაც მეტყველებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ერთიც და მეორეც არის ის საკითხი, რაზეც გამოცდილება მაქვს. ვფიქრობ, ორივეს ვაკმაყოფილებ და ორივესთან მიმართებით მზად ვარ ჩემი არგუმენტები და ხედვა წარმოვადგინო. არც ერთზე და არც მეორეზე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც უფრო პირველადად იქნება გადაწყვეტილი - თუ ჩემზე, როგორც სახალხო დამცველზე შეჩერდება არჩევანი, ბუნებრივია, გამოვეთიშები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსში მონაწილეობას, ხოლო თუ არ შეჩერდება, ბუნებრივია, გავაგრძელებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკურსში მონაწილეობას.

დროითი კომპონენტიდან გამომდინარე, პირველი იყო სახალხო დამცველის კანდიდატურისთვის კონკურსში მონაწილეობის მიღება. ჩემი მხარდაჭერაც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირველად აქ მოხდა, პირველად კონკურსი აქ წარიმართა და ეს პროცესიც უსწორებს იმას. თუ ის პროცესი დაასწრებს, ბუნებრივია, იქ ვიქნები წარმატებული ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ორივე არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ეხება ქვეყანაში ნომერ პირველ გამოწვევას - სამართლიანი სასამართლოს უფლების პერსპექტივიდან“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს