არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის პროფესიის არჩევაში დახმარებას განაგრძობს

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის პროფესიის არჩევაში დახმარებას განაგრძობს. ცენტრის ორგანიზებით, მოზარდები ფოტოგრაფიის სპეციალობის გაცნობის მიზნით, ფოტოსტუდიაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პრობაციის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ბენეფიციარებს ცოდნა და პროფესიული გამოცდილება ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა გაუზიარა.

“ის მოზარდებს ფოტოხელოვნებისა და ფოტოგრაფიის შესახებ ესაუბრა. გააცნო პირველი ფოტოგამოსახულებისა და ფოტოაპარატის შექმნის ისტორია. მოგვიანებით კი, ფოტოსტუდიაში ის აპარატურა დაათვალიერებინა, რომელიც პროფესიონალური გადაღებისთვის გამოიყენება. გურამ წიბახაშვილი დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე ესაუბრა.

უცნობი სპეციალობების გაცნობა მოზარდებს მრავალფეროვანი ინტერესების შეძენაში დაეხმარება. პროექტი - „მე გავხდები პროფესიონალი“ ბენეფიციარებისთვის პროფესიის არჩევაში დახმარებას ისახავს მიზნად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო