კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისში 3 სამშენებლო ობიექტი გამოავლინა, სადაც უსაფრთხოების წესები იყო დარღვეული და სამივე მათგანი 30 ათასი ლარით დააჯარიმა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ მონიტორინგის შედეგად, თბილისში 3 სამშენებლო ობიექტი გამოავლინა, სადაც უსაფრთხოების წესები დარღვეული იყო და სამივე მათგანი 30 ათასი ლარით დაჯარიმდა.

როგორც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, სამშენებლო სამუშაოები სამივე ობიექტზე შეჩერებულია.

მისივე თქმით, ერთი ობიექტი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე, მეორე ისანში, ახალი უბნის ქუჩაზე და მესამე დიდ დიღომში, დოესის ქუჩაზე მდებარეობს.

„მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს სხვადასხვა ობიექტებზე ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს და რა თქმა უნდა, შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს. გუშინ მონიტორინგის შედეგად, ჩვენ 3 ობიექტი გამოვავლინეთ, სადაც სამშენებლო უსაფრთხოების წესები დარღვეული იყო. თქვენ იცით, თუ რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა ამას, იმისთვის რომ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს პირველ რიგში დაცული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, ვინც უშუალოდ სამშენებლო მოედნებზე მუშაობს. პირველ რიგში, თვითონ ისინი უნდა იყვნენ მოტივირებული, რომ ყველანაირად უსაფრთხო გარემოში შეძლონ სამუშაოს წარმოება და, რა თქმა უნდა, მათი ხელმძღვანელებიც. მათ ხელმძღვანელობას პირდაპირ ვალდებულება აქვთ, რომ სამშენებლო მოედნებზე უზრუნველყოფილი იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა სამშენებლო ობიექტების მფლობელებს მოუწოდა, სამშენებლო პროცესებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

„პირველ რიგში, მინდა მუნიციპალურ ინსპექციას მის ხელმძღვანელს ასევე ჩემს მოადგილეს მივმართო, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ და რა თქმა უნდა, ყოველდღიური მონიტორინგი აწარმოონ, რომ სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების შესრულება მკაცრად განხორციელდეს. რაც შეეხება თავად სამშენებლო ობიექტებსა და მათ მფლობელებს - კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს, ვისაც უსაფრთხოების ნორმების დაცვა ევალებათ, მოვუწოდებ და მათ მივმართავ, რომ სამშენებლო პროცესებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ, რადგან საქმე უსაფრთხოებას და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მონიტორინგი გავაგრძელოთ და ყველა გამოვლენილ შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს“, - განაცხადა მერმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო