საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდნენ

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში - ,,არა ფემიციდს“, ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ბენეფიციარებს, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია, მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი ხატია ბაშარული და პროკურორი ლაშა გამყრელიძე შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა, ბენეფიციარებს მათი უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, ისაუბრეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა საჭიროებების გათვალისწინებაზე პროკურორების ყოველდღიურ საქმიანობაში, მათთვის სპეციალური სერვისების მიწოდებაზე, სამართლებრივ დახმარებაზე, სამართალწარმოების პროცესში ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე.

როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, პროკურატურის წარმომადგენლებმა მათ საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს, რომლებიც სპეციალურად კამპანიის ფარგლებში დამზადდა და ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.

„შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ბენეფიციარების ისტორიებიც მოისმინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.

ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ოჯახში ძალადობის და ფემიციდის დანაშაულების დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და მათი საჭიროებების გათვალისწინება კამპანიის ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება”, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო