კახა კალაძე - ყველას მოგვწონს, როცა რაღაც კეთდება, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში დისკომფორტის ატანაც მოგვიწევს, რადგან ეს ყველაფერი ადამიანებისთვის, უკეთესი თბილისისთვის კეთდება

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქში მიმდინარე სამუშაოებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს დროებით დისკომფორტის ატანა მოუწევთ.

როგორც კალაძემ განაცხადა, შეზღუდვების, გადათხრების, მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილებების გარეშე, მასშტაბური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია.

„გვაქვს კონკრეტული პრობლემური ადგილები, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება. გვაქვს კონკრეტული ქუჩები, გამზირები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. მათი განახლება და მოწესრიგება ჩემი საარჩევნო დაპირება იყო და ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროექტების განხორციელებას. ძალიან კარგად მესმის, რომ გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, როდესაც ამ მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან კარგად მესმის, რომ დისკომფორტს იწვევს მელიქიშვილზე, ქეთევან წამებულზე მიმდინარე სამუშაოები, ბევრჯერ ვისაუბრეთ ამაზე და ყველა ვთანხმდებით, რომ შეზღუდვების, გადათხრების, მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილებების გარეშე, ამ მასშტაბის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია.

ყველას მოგვწონს, როდესაც რაღაც კეთდება, რაღაც იცვლება, უკეთესობისკენ იდგმება ნაბიჯები, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში ამ დისკომფორტის ატანაც მოგვიწევს იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, ხვალინდელი, უკეთესი თბილისისთვის კეთდება, რომ კომფორტულად იცხოვროს ამ ქალაქის მოსახლეობამ“,-განაცხადა კალაძემ.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს