Translive.ge - საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა „ალდაგთან“ პარტნიორობით შეიქმნა

„ალდაგის“ ინფორმაციით, გადაზიდვების დაგეგმვა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი. მათივე ცნობით, ახალი ინოვაციური პლატფორმა - Translive იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ციფრულად, ელექტრონულ სივრცეში დაგეგმონ გადაზიდვა და ამავდროულად, მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები როგორც გადაზიდვის, ისე დაზღვევის მიმართულებით.

„Translive-ის საშუალებით საერთაშორისო გადაზიდვები გადაინაცვლებს მთლიანად ციფრულ სივრცეში. იმპორტიორი/ექსპორტიორი კომპანიები, რომლებსაც დღემდე უწევდათ ტვირთის გადაზიდვისთვის საუკეთესო პირობების მოძიება სხვადასხვა არხებით, ახლა უკვე ერთ პლატფორმაზე შეძლებენ სრული ინფორმაციის მოპოვებას და სერვისის მიღებას ოპტიმალურ ფასად.

Translive მომხმარებელს სთავაზობს ონლაინ აუქციონს, რომელიც დაეხმარება მას, შეარჩიოს კონკრეტული გადამზიდავი კონკრეტულ მარშრუტზე. პლატფორმის მეშვეობითვე მოხდება ყველა აქტიური გადაზიდვის დაზღვევა, დოკუმენტების სწრაფი მიმოცვლა, რაც ამარტივებს გადაზიდვის პროცესს, ამცირებს დროს, ზოგავს ფინანსებს და ამაღლებს სერვისის ეფექტურობას.

Translive ბენე ჯგუფის, კაიროს ლოჯისტიკის და ლემონდუს ერთობლივი პროექტია. ამ კომპანიებს საერთაშორისო გადაზიდვებში და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით 10 წლიანი გამოცდილება აქვთ.

პროექტის ექსკლუზიური პარტნიორია სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მოხარულები ვართ, რომ დავასრულეთ გადაზიდვების ციფრულ პლატფორმაზე მუშაობა. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა რეალურად გააჯანსაღებს ბაზარს, მომხმარებელი მიიღებს საუკეთესო შეთავაზებებს, უსაფრთხოების გარანტიებს, ხოლო გადამზიდავი კომპანიებისთვის ეს იქნება ახალი შესაძლებლობა. დღეს წარმატებული ბიზნეს გადაწყვეტილებები წარმოუდგენელია ტექნოლოგიური განვითარებისა და ციფრული ხელსაწყოების გარეშე. გვჯერა, რომ ჩვენი პროექტით გავამარტივებთ საერთაშორისო გადაზიდვებს და გავზრდით ეფექტურობას,- აცხადებს Translive-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მიხეილ ნამადოვი.

„ალდაგი“ წლებია, თანამშრომლობს ბენე ჯგუფთან და კაიროს ლოჯისტიკთან. მოხარული ვართ, რომ ჯგუფი სტაბილურად ვითარდება, ქმნის ინოვაციებს და ჩვენ ამ ინოვაციების ნაწილი ვართ. ზოგადად, იმპორტის და ექსპორტის პროცესში ტვირთის დაზღვევა – ეს აღარ არის არჩევანი, ეს არის ბიზნესის წარმატების აუცილებელი წინაპირობა და ჩვენი პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, Translive-ის კლიენტებს შევთავაზოთ ექსკლუზიური პროდუქტები და ფასები. „ალდაგის“ ტვირთის დაზღვევა, ეს ნიშნავს სწორად შერჩეულ და ფართო დაფარვების მქონე დაზღვევას, რომელიც კომპანიებს ეხმარება რისკების მინიმიზებასა და ფინანსური დანაკარგების თავიდან არიდებაში,”- აცხადებს „ალდაგის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის ხელმძღვანელი, თამარ ძნელაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა