საქართველოს თავდაცვის მინისტრი პროექტის „ჩვენი ჯარი“ მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პროექტს „ჩვენი ჯარი“ აქტიურად ახორციელებს, რომლის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები საჯარო სკოლებს სტუმრობენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებს აცნობენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს პროექტის მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი გაეცნენ. ისინი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, პროექტის ,,ჩვენი ჯარი" ფარგლებში თბილისის N67 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

თავდაცვის მინისტრი მოსწავლეებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სამხედრო განათლებაზე, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჯარი გახდეს თქვენთვის უფრო ნაცნობი და საყვარელი. ჩვენი მთავარი მიზანია, უკეთ აგიხსნათ, თუ რას საქმიანობს ჩვენი ჯარი, რათა უფრო ახლობელი და მისაღები გახდეს თქვენთვის“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

„სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა გააცნეს. უფროსკლასელებს თემატური ვიდეორგოლების ნახვის, სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების გაცნობისა და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პროექტის „ჩვენი ჯარი“' საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო