კელი დეგნანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სტუმრები მიმდინარე სამუშაო პროცესსა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობებს გაეცნენ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია რეგიონებში ახორციელებს, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც.

„მოხარულები ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ადგილზე გაეცნო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობას. ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, ამ თანამშრომლობის შედეგად კი, მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.

პრესსამსახურის ცნობით, კელი დეგნანმა ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ჩართულობას პანდემიის კვლევასა და ტესტირებაში, ამასთანავე, ისაუბრა ლაბორატორიის როლზე ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების აღმოჩენისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს ასეთი ლაბორატორიის ფუნქციონირებას", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ახალციხის ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს